Quantcast
Channel: კულტურა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 40

აშშ–ში სელინ დიონის მეუღლე გარდაიცვალა

$
0
0

ამერიკაში, 73 წლის ასაკში, მომღერალ სელინ დიონის მეუღლე და მენეჯერი რენე ანჟელილი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია დიონის “Facebook” გვერდზეა განთავსებული.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რენე ანჟელი “ლას–ვეგასის საკუთარ სახლში, სიმსივნესთან ხანგრძლივი და მამაცი ბრძოლის შემდეგ” გარდაიცავალა.

ანჟელის ყელის კიბო 1998 წელს დაუდგინდა, თუმცა ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მის გამოჯანმრთელებაზე განაცხადეს. 2013 წელს მას მეორე ოპერაცია გაუკეთდა, მას შემდეგ რაც მედიკოსებმა დაავადება კვლავ აღმოაჩინეს.

ანჟელი და სელინი 1994 წელს დაქორწინდნენ, მათ სამი შვილი ჰყავთ: უფროსი 14 წლის ბიჭი და ტყუპი ბიჭები, რომლებიც 2010 წელს დაიბადნენ.

 

The post აშშ–ში სელინ დიონის მეუღლე გარდაიცვალა appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 40

Trending Articles