Quantcast
Channel: კულტურა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 40

ამბავი ბგერების, სიტყვებისა და ფერების შესახებ –მანანა მენაბდე

$
0
0

სცენაზე ორი ჩემოდნით შემოდის. ორივეს სცენაზე ალაგებს და ერთ-ერთ ჩემოდანს ხსნის. პატარა ჩემოდნიდან ნელ-ნელა უზარმაზარი ამბები იწყებენ ამოსვლას და ჰყვებიან ერთ დიდ ამბავს მანანა მენაბდის ცხოვრების შესახებ.

საათობით იჯდა ხოლმე ფანჯარასთან და ყველა გამვლელ მანქანას აკვირდებოდა. ბებიას გადახედავდა მშვიდად და აუცილებლად აღნიშნავდა აუღელვებლად: „მანქანა.“

ამ დროს კი გულში ფიქრობდა: „რატომ მაქვს ასეთი ხვეული თმები? და ესეთი მუქი რატომ ვარ?“9

და დრო გადიოდა…

ცნობილი მხატვრების ნახატებს ფანქრით ხატავდა და კოპიოებს ქმნიდა. მეშვიდე კლასიდან უცნაური თავსატეხი წამოიწყო: კონან დოილის მოთხრობებს რუსული ენიდან ქართულად თაგრმნიდა. ლექსებსაც წერდა, თუმცა იმ დროს ეს ყველაფერი ჯერ ძალიან შორს იყო იმისგან, რაც მანანა მენაბდეს წლების შემდეგ უნდა დაეხატა, დაეწერა და შეექმნა.

მანამდე, ჯერ მარტოს უნდა ემღერა, რომ შემდეგ ცხოვრების მთავარი მეგზური – გიტარა ეპოვნა.

„ბებია მასწვალიდა დაკვრას. მე მარცხენა ხელით აკორდებს ვიღებდი, ის კი მარჯვენა ხელით უკრავდა.“

მის სახლში ყველა განსაკუთრებულად კარგად მღეროდა. მანანაც უსმენდა, უყურებდა და სწავლობდა. ერთ დღესაც გიტარას ორივე ხელი მაგრად მოჰკიდა და სიმღერა სრულიად სხვანაირად, განსხვავებულად დაიწყო.

„ ყველა ეპოქას თავისი სისწრაფე მოაქვს, სისწრაფე კი თავისებურ მონტაჟს ითხოვს. ყველაფერი მონტაჟია – არქიტექტურა, მოთხრობა, მხატვრობა, მუსიკა. ეტყობა მეც სწორად ვამონტაჟებ ჩემს სიმღერებს, რადგან ახალგაზრდებს აინტერესებთ ის, რასაც მე ვთავაზობ მათ. ძველ ჩანაწერებს რომ ვუსმენ, ნათლად ჩანს სხვაობა ჩემს დღევანდელ შესრულებასა და მაშინდელს შორის. დღეს უკვე სხვა კუთხით ვცდილობ გავანათო ყველა სიმღერა.“

და დრო გადიოდა…

მანანა ლექსებს ხშირად კითხულობდა და ერთ დღესაც ბესიკი იპოვა. თითქოს მის ლექსებზე სიმღერა მხოლოდ მანანას უნდა შეექმნა. არ შეიძლებოდა მანანას ბესიკის ლექსებზე არ ემღერა.

„ლექსის ავტორი თვითონ ბადებს მუსიკას. ზუსტად ვგრძნობ ხოლმე, რომელი ლექსი იმღერება და რომელი არა. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია ამ საქმით ვარ დაკავებული. როდესაც ლექსს ვკითხულობ, ის თავად მკარნახობს მუსიკას.“

შემდეგ გიტარა აიღო და მოგზაურობა დაიწყო. ის და მისი გიტარა ხან ფერებში მოგზაურობდნენ, ხან სიტყვებში, ხან კი უბრუნდებოდნენ ისევ მუსიკას.

7„ყველაფერი ერთმანეთისგან გამოდის და ერთმანეთს აგრძელებს. არ არსებობს მკვეთრი ზღვარი მათ შორის. შეიძლება ფოტომ მიკარნახოს ლიტერატურა, ლიტერატურამ სიმღერა, სიმღერამ ფერწერა და ასე შემდეგ. მთავარია მხოლოდ იმით იყო მოცული, რაზეც მუშაობ და მოახერხო, რომ სათქმელი, შენეულად თქვა, ანუ, ის, რაც შენამდე ბევრჯერ თქმულა, შენებურად წარმოაჩინო.“

მოგზაურობდნენ მანანა და გიტარა საქართველოში, ევროპასა და რუსეთში და მათ გარშემო გროვდებოდა ლექსები, ფოტოები, მოთხრობები, იგავები, ნახატები, პიესები, სცენარები. 2013 წელს გამოვიდა მისი იგავ-არაკების კრებული „და დრო გადიოდა…“  2016 წლის 24 მარტს მოეწყო მისი პერსონალური ფოტო-გამოფენა „ილუზიები“. იქმნებოდა კოლაჟები, გრაფიკული ნამუშევრები, თარგმანები, მუსიკალური ალბომები და ნელ-ნელა ეს ყველაფერი იმ ჩემოდანში იყრიდა თავს, რომელსაც მანანა სცენაზე ხსნის.

„ჩემოდანი ორისთვის“ – ასე ჰქვია მანანა მენაბდეს პიესას, რომელიც მან ვალიუს ტერტელისთან ერთად მოსკოვში “პეტრე ფომენკოს სახელოსნოში” დადგა და მის ხსოვნას მიუძღვნა. ერთი ჩემოდანი მანანას ამბებით არის სავსე, ხოლო მეორე ჩემოდანი კი პეტრე ფომენკოს შესახებ გვიყვება.

მანანას ჩემოდანში ეტევა როგორც ამბები, ასევე ბგერები, სიტყვები, ფერები. ერთი მანანა ამ ყველაფერს საკუთარ თავში იტევს.29.06..2007. მოსკოვი

„ ჩვენ რატომღაც ხშირად წარსულით და მომავლით ვცხოვრობთ, არადა  რეალური აწმყოა მხოლოდ. ამიტომ სულ მახსოვს, რომ აწმყოში ვარ და მხოლოდ აწმყოში.“

სულ მოგზაურსა და მოხეტიალეს, უზარმაზარი შემოქმედებითი ხურჯინი აქვს ზურგზე მოკიდებული, რომელსაც ყველაზე ღმრად და ფართოდ ისევ თბილისში ხსნის. ნეტა რა არის ის რვეული, რომელიც ამდენ მანანას ჰყოფნის, ან ის შემოქმედებითი ხურჯინი, რომელიც მანანა მენაბდეს იტევს?  „გიტარა – ჩემი ცხოვრების მეგზური. გიტარა.“

სიყვარული

მაღვიძარას გაბმულ ყვირილზე

თვალდახუჭული იღვიძებენ.

მილიონები გაურბიან საკუთარ სხეულს. საკუთარ ხელებს.

საკუთარ  თვალებს. ტკივილს საკუთარს.

გაურბიან საკუთარ შვილებს.

ითხოვენ შველას. ასფალტს ქვევით მცირდება მიწა.

გარბის ქალაქიც. სასიკვდილოდ ასკდება კედლებს.

და მინებს მიღმა ეკარგებათ ფოთლები ქუჩებს.

ყეფენ ძაღლები და შემოდგომა

უკანასკნელ დღეებზე ფიქრობს.

თვალდახუჭული იღვიძებენ.

მილიონები ჩაიფშვნიან სიზმარში დილას.

გადარბიან ხეები ხიდზე.

ქუჩა. სახლები. ღამე. დილა.

და საუკუნე-შავი გემი იხრება წყლისკენ.

იძირებიან ხომალდები ოკეანეში.

მილიონები ამოკრეფენ ღამიდან სიზმარს.

ასე კვდებიან ქალაქები

და შემოდგომა უმომავლო დღეებზე ფიქრობს.

სიყვარული იხედება ძველი სახლის აივნიდან.

ვინმემ ხელი თუ არ შეაშველა, შეიძლება გადავარდეს!

უნდა მივუსწრო!

7.02.2015 თბილისი

მარადია ცაავა

The post ამბავი ბგერების, სიტყვებისა და ფერების შესახებ – მანანა მენაბდე appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 40

Trending Articles