„კახელების აღმა ხნული, ქართლელებმა დაბლა ფარცხეს“
დავით გურამიშვილი.
აგერ უკვე მეშვიდე თვეა, რაც ჩემს საამაყო ჯგუფთან ერთად ვაკეთებ „ეროვნული სამოსის დღეს“. ეს დღე იქნება ძაალინ გრანდიოზული და ძალიან ინოვაციური. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დღე საქართველოს ისტორიაში იქნება ერთი და ღირსეული საფეხური.
სექტემბრიდან მოყოლებული, მთელი ჯგუფი ნაბიჯ-ნაბიჯ ვქმნით ამ დღეს და არცერთი ნაბიჯი არ იდგმება შეუთანხმებლად. მინდა აქვე დავსძინო, რომ ამ ჯგუფის წევრები არიან ძალიან ღირსეული ხალხი და საღად მოაზროვნე ადამიანები!
ახლახანს, როდესაც მეშვიდე თქვე დაიწყო, რაც პროექტზე დაუღალავად ვმუშაობთ, მოგვიწია გადაცემა „პროფილში“ მისვლა, სადაც ვისაუბრეთ პროექტზე ძალიან მოკლედ, რადგან უფრო გრძლად თქმის საშუალება ვერ მოხერხდა, თუმცა „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“.
აღნიშნულ გამოსვლას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა საზოგადოებაში. ზოგმა თქვა, რომ „ეროვნული სამოსის დღის“ მიღმა გეი-აღლუმი იგეგმება, ზოგმა თქვა, რომ ქვეყნის მტერი ვარ, ზოგმა კი „გრანტიჭამია“ ორგანიზაცია დაგვარქვა. თუმცა განიმარტა ყოველი სიტყვა და ამ ადამიანებმა თავიანთი რადიკალური განცხადებები უკან წაიღეს.
ახლა რა ხდება, მე მუდამ ვიძახდი და ახლაც ვიტყვი, რომ არასდროს ვიქნები მომხრე ძალადობის. ასევე, არავის მივცემ უფლებას მე და ჩემი ჯგუფი შეურაცხგვყოს ისე, რომ არც კი გვიცნობს და არც იციან, რას ვაპირებთ და რა გვინდა, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად გამჭვირვალეა პროცესი. ჭორაობა გვიყვარს ქართველებს და ძალიან საწყენია, როდესაც ეს ჭორაობა ქართველ „კაცსაც“ ახასიათებს.
ასეა თუ ისე, ეს დღე აუცილებლად ჩატარდება და ყველას დავუმტკიცებთ, რომ ეს დღე უნდა არსებობდეს საქართველოში, ასევე ყველას დავუმტკიცებთ, რომ ქართული ტრადიცია და ეროვნული ღირებულება არ არის სამარცხვინო, რადგან დღეს არასწორად ხდება ამ ყველაფრის მიწოდება საზოგადოებისთვის. საქმის ცუდად კეთებას, სჯობს საერთოდ არ გააკეთოო, ვინც ვაკეთებთ, იმათაც ნუ გვებრძვით, რადგან სწორედ თქვენთან ერთად ვაპირებდით და ვაპირებთ ამ დღის შექმნას. „ეროვნული სამოსის დღე“ ეკუთვნის საზოგადოებას და ასე იქნება მუდამ.
ბრალდებებისდა მიუხედავად, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ამაში ჩვენ არავინ არაფერს გვიხდის და ის ფინანსები, რის მოსაპოვებლადაც ვიბრძვით, ემსახურება დღის გაფორმებას და მასშტაბურობას!
P.S ესეც საჯარო იქნება! და კიდევ, აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანებსაც გაუჩნდათ კითხვები, მე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში ვუპასუხო ყველას შეკითხვას, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ მეც არ გამიცნდება მათთან გარკვეული კითხვა, თან ძალიან მკვეთრი და პირდაპირი!
წყარო: gvasalius
The post ეროვნული სამოსის დღე – დღე, რომელიც ისტორიაში შევა! – დათა გვასალიას ბლოგ-პოსტი appeared first on InfoLab.