22, 23 და 24 აპრილს “გლდანი მოლმა” არსებობის მეორე წელს პირველად უმასპინძლა წიგნების ფესტივალს. ვინაიდან 23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, “გლდანი მოლმა” გამოიჩინა ინიციატივა და ამ თარიღთან დაკავშირებით მომხმარებლებს “წიგნის ფესტივალი” აჩუქა, რომელიც უამრავ ღონიძიებას მოიცავდა. მათ შორის, შეხვედრას საინტერესო ავტორებთან, ახალი წიგნების პრეზენტაციებს და საინტერესო გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებს უფროსებისთვის და ბავშვებისთვის. რაც მთავარია, 10-დან 50 %-მდე ფასდაკლებებს უახლესი გამოცემების წიგნებზე. ჩვენ 23 აპრილს, “წიგნის ფესტივალის” მეორე დღეს ვეწვიეთ “გლდანი მოლს” და მივიღეთ მონაწილეობა ყველა ღონისძიებაში, რომელიც დღის განმავლობაში იქნა დაგეგმილი.
გამომცემლობა “წიგნიერის” ახალი წიგნების _ “ასე სწავლობენ ბავშვები ლაპარაკს” და “რა უნდა იცოდნენ მშობლებმა თავიანთი ვაჟიშვილების შესახებ” პრეზენტაცია.
გამომცემლობა პალიტრა L-ის საბავშვო წიგნის პრეზენტაცია “გუდა-გუდას” ახალ ისტორიაზე.
პოეტ პაატა შამუგიას შეხვედრა მკითხველთან.
ფესტივალის ორგანიზატორებმა არც ქველმოქმედება დაივიწყეს და უზრუნველყვეს სპეციალური ყუთების განთავსება, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაეღო წიგნი პატიმრებისთვის.
პოპულარული იყო პატარა სტუმრებისთვის შეიქმნილი კუთხე, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ, საყვარელი გმირების გამოსახულებით მოეხატათ სახე.
ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებით შეინიშნებოდა პატარების აქტივობა და ინტერესი.
ფესტივალის მიმდინარეობასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ მარკეტინგის მენეჯერს – თემო ბაბუციძეს, რომელმაც მომავალი გეგმების შესახებაც გვიამბო:
როგოგორ გაჩნდა თავად იდეა და ინიციატივა ჩაგეტარებინათ წიგნის ფესტივალი ყველასგან დამოუკიდებლად?
წლის დასაწყისშივე ვგეგმავთ “მოლის” მარკეტინგულ სტრატეგიას, რომელშიც შედის ივენთები, რომლებსაც ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ. კალენდარის გაწერის დროს, აღსანიშნავი თარიღების დროს აღმოვაჩინეთ, რომ 23 აპრილი წიგნის და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა. ხოლო გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ლოკაციისთვის, ვგულისხმობ გლდანი-ნაძალადევის რაიონს, იშვიათია მსგავსი ღონისძიებები, გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებლისთვის წიგნის ფესტივალი ვაჩუქოთ. ფესტივალი მოიცავს სხვადასხვა ღონისძიებებსაც. ეს ჩვენთვის პირველი გამოცდილებაა – “გლდანი მოლს” გასულ დეკემბერს შეუსრულდა ერთი წელი. ვაპირებთ შემდეგშიც გავაგრძელოთ, უფრო დავიხვეწებით და უფრო დიდ მასშტაბებს მივცემთ.
გარდა თქვენი კომპანიისა, ფესტივალში მონაწილე გამომცემლობებისა და მაღაზიებისა, თუ გყავთ კიდევ მხარდამჭერები?
მხარდამჭერი არ გვყავს. ეს მთლიანად იყო “გლდანი მოლის” ინიციატივა, ბიუჯეტი რაც ამ ფესტივალზე გამოიყო, იყო მთლიანად “გლდანი მოლის” მიერ გაღებული.
რამდენად გაამართლა მოლოდინები ფესტივალმა?
რაც მოლოდინი გვქონდა სტუმრების ნაკადის, ცოტა უკმაყოფილო ვარ, მეტს მოველოდით. თუმცა გასაგებია, რომ ქალაქის მასშტაბით სხვაგანც დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება და შესაბამისად ტრაფიკიც გაიყო. თუმცა არაუშავს, ეს ჩვენთვის მხოლოდ მოტივაციაა, რომ შემდეგში გავითვალისწინოთ შეცდომები.
მომავალში თუ მიიღებს “წიგნის ფესტივალი” ტრადიციის სახეს “გლდანი მოლში”?
ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს ეს ჩამოყალიბდეს ტრადიციის სახით, თუმცა შევეცდებით ამას უფრო გრანდიოზული სახე მივცეთ და რაიმე განსაკუთრებულ თარიღს არ დავამთხვიოთ. ორი მიზეზია ამის: ის რომ ადამიანები, რომლებიც არ მოვლენ ჩვენთან სხვადასხვა მიზეზების გამო – ბევრ საინტერესო რამეს დაკარგავენ და დამატებით, თუ სხვა დროს გავაკეთებთ, პირიქით მომხმარებელი და ზოგადად დედაქალაქის მოსახლეობა განებივრებული იქნება მსგავსი ღონისძიებებით. თუნდაც, თუ არ მოვიდნენ წიგნის საყიდლად, საინტერესოა ესთეტურად, წიგნების დათვალიერება და გაცნობა. პლიუს ამას “ცოცხალი წიგნები” გვყავდა და თუ წიგნის ყიდვას არ აპირებდით, შეგეძლოთ უბრალოდ მათგან გაცნობოდით უამრავ რამეს.
დღის ბოლოს გამოვავლინეთ “დღის ბესტსელერი” – დღის ყველაზე პოპულარული წიგნები გაყიდვების მიხედვით:
გამომცემლობა “წიგნიერი” _ “ასე სწავლობენ ბავშვები ლაპარაკს” და “რა უნდა იცოდნენ მშობლებმა თავიანთი ვაჟიშვილების შესახებ”
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” _ დენიელ კიზი “ბილი მილიგანის მრავალი გონება”
გამომცემლობა “ინტელექტი” _ მარიო ვარგას ლიოსა “ვაცის ნადიმი” და ლევან ბერძენიშვილი “წიგნების ევოლუცია”
გამომცემლობა “პალიტრა L” _ მერი ლუ “გენიოსი”
წიგნების სადისტრიბუციო კომპანია “ირიათონი” _ დენიელ კიზი “ყვავილები ელჯერნონისთვის” (გამომცემლობა – “წიგნები ბათუმში”)
გამომცემლობა ბაკურ სულაკაური _ წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსა” – სიუზენ კოლინზი “შიმშილის თამაშები”. ჯონ გრინი “ქაღალდის ქალაქები”. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა საბავშვო წიგნებზეც.
გამომცემლობა “დიოგენე” _ ტრეისი შევალიე ” გოგონა მარგალიტის საყურით”, ბარბარა რაიდი “კოტრიალა ლექსები”.
წიგნის მაღაზია “ლიბრა” _ გამომცემლობა “ელფის” – “ქართული ლიტერატურის კლასიკოსები”,“ვეფხისტყაოსანი ბავშვებისთვის” – გამომცემლობა “ბაკმი”, განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა საბავშვო ლიტერატურაზე.
The post „გლდანი მოლი“ წიგნის დღეს გვჩუქნის – გრანდიოზული ფესტივალის მიმოხილვა appeared first on InfoLab.