Quantcast
Channel: კულტურა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 40

GemFest 2016|ყველაზე პროგრესული ფესტივალი საქართველოში იწყება

$
0
0

„GEM fest“ 2016 გაიმართება ანაკლიაში. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი წინა წელთან შედარებით იქნება მეტად გრანდიოზული და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აღნიშნული ფესტივალი წინა წელთან შედარებით ბევრად დახვეწილი და განვითარებულია. „Gem fest“-ს შეგვვიძლია თამამად ვუწოდოთ ყველაზე პროგრესული ფესტივალი საქართველოში.

Gem fest-ის ტერიტორიაზე იქნება რამდენიმე სცენა, იფუნქციონირებს ბარები, GEM fest-ის ოფიციალური მაღაზია, სადაც ბევრ ძალიან საინტერესო დეტალს ნახავს დამსვენებელი, ასევე დაგეგმილია უამრავი სპორტული აქტივობა, რითაც დამსვენებლები, გარდა შესანიშნავი მუსიკისა, შეძლებენ გართობას.

13735679_1795465680740308_2899110027417406397_o

GEM fest 2016 დაიწყება 10 აგვისტოს და 4 დღეს, 14 აგვისტომდე გაგრძელდება. ამ დროის მონაცემებით 10 500-ზე მეტი ბილეთია გაყიდული, რაც წინა წელთან შედარებით კოლოსალურად გაზრდილია და შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი რაოდენობა ბილეთებისა, Online არცერთ სხვა ფესტივალზე არ გაყიდულა. 2015 წლის მონაცემებით კი ეს ციფრი 267-ზე მეტიც არ იყო. Facebook event-ზე „დასწრების ველი“ აღნიშნული აქვს 42 000 ადამიანს. მათ, ვინც ვერ შეძლო ბილეთის შეძენა, 9 აგვისტოდან შეეძლებათ ერთჯერადი ბილეთის ყიდვა GEM fest-ის შესასვლელში, ერთჯერადი ბილეთით სტუმარი დაიშვება და შეეძლება მთელი ფესტივალის განმავლობაში ტერიტორიაზე ყოფნა, აღნიშნული ტერიტორიის დატოვების გარეშე.

„GEM fest“ 2016-ის გრანდიოზულობას ხაზს უსვამს მთავარი სცენაც, რომლის ირგვლივ და პირდაპირ განთავსებული საცეკვაო მოედანი (Dance floor) 12 000 მაყურებელს დაიტევს. ასევე 200 კვადრატულ მეტრზე განთავსდება ლედ-ტელევიზორები, რასაც ბევრგან ვერ შეხვდებით, წინა წელთან  შედარებით ხმაც 2-ჯერ უფრო ძლიერია, რადგან სტუმართა რაოდენობა გაცილებით ბევრია, შესაბამისად აპარატურაც 2.5-ჯერ მეტია 2015 წელთან შედარებით.

collage

ასევე მნიშვნელოვანია ის დეტალიც, რომ წინა წელს გაყიდული ბილეთების სტატისტიკით, 90% მოდიოდა ქართველ მაყურებელზე და 10% უცხოელზე, წელს კი ფაქტობრივად 50% – 50%-ზეა. უცხოელ დამსვენებელთა ყველაზე დიდ მასას ელოდებიან რუსეთიდან და ირანიდან.

GEM fest 2015-ის ბიუჯეტი 7 200 000 ლარს შეადგენდა, ხოლო წელს 5 100 000 ლარს შეადგენს, რადგან ძალიან ბევრი რამ წინა წელს აშენდა. ორგანიზატორების თქმით, მომავალ წელს ბიუჯეტი 14 000 000 ლარს მიაღწევს, რადგან იგეგმება ერთთვიანი ფესტივალი.

„GEM fest“-მა დაასაქმა 1000-ზე მეტი ადამიანი, ასევე არიან მოხალისეები სერბეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათი რიცხვი 500-ზე მეტს შეადგენს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ „GEM fest“ არის ძალიან დიდი წახალისება ბიზნესისთვის, ანაკლიაში ყველა სასტუმრო 100% დაჯავშნილია, ასევე ოჯახური ტიპის სასტუმროები და მათ შორის ქალაქ ზუგდიდშიც სრულად ამოწურულია თავისუფალი ნომრები. მაგრამ „GEM fest“ -ის ტერიტორიაზე სტუმრებისთვის უკვე გაშენებულია კარვების ქალაქი, სადაც ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს როგორც ქირაობა, ასევე საკუთარი კარვის დარეგისტრირება შეუძლიათ.

13497631_1782575738695969_3846452541035516807_o

„GEM fest 2016“, როგორც აღვნიშნეთ, 10 აგვისტოს გრანდიოზული შოუთი გაიხსნება და 14 აგვისტომდე გაგრძელდება, სადაც დამსვენებლები შეძლებენ ყოველდღიური ცხოვრებიდან სხვა სამყაროში ტელეპორტაციას, რაშიც მრავალფეროვანი მუსიკა, აქტივობები და უამრავი სურპრიზი დაეხმარებათ.

 

The post GemFest 2016|ყველაზე პროგრესული ფესტივალი საქართველოში იწყება appeared first on InfoLab.


Viewing all articles
Browse latest Browse all 40

Latest Images

Trending Articles