Quantcast
Channel: კულტურა – Infolab
Viewing all articles
Browse latest Browse all 40

ქეთი მელუას კონცერტი Black Sea Arena-ზე

$
0
0

“ზაფხულის დღესასწაული” – ამ სახელწოდების საღამო, Check in Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე, 23 ივლისს გაიმართა, სადაც ქეთი მელუამ, ქართველ მსმენელს კიდევ ერთი დაუვიწყარი ლაივ შესრულება აჩუქა.

სტუმრებმა 2 საათით ადრე მოიყარეს თავი და კონცერტის დაწყებამდე Black Sea Garden-ში სეირნობით გავირთეთ თავი. აქა-იქ გენერალური რეპეტიციიდან ხმებიც გვესმოდა და ერთი სული გვქონდა როდის გაიხსნებოდა მთავარი შესასვლელი.

იქვე, ადგილობრივებთან ერთად მოცეკვავე შადრევნებიც დავათვალიერეთ.

7 საათზე კარიც გაიღო და ყველანი შიგნით შეგვიპატიჟეს.

მალევე ჩვენ-ჩვენი ადგილები დავიკავეთ და სანამ კონცერტი დაიწყებოდა KissCam-ის ყურებით გავირთეთ თავი, სადაც უფრო მეტი ჩახუტება და “დაჭყანვა” ვიხილეთ, ვიდრე კოცნები.

ამდენი ლოდინის შემდეგ ქეთი მელუაც გამოჩნდა სცენაზე და ყველანი მხურვალე აპლოდისმენტებით შევეგებეთ. არც მან დაგვაკლო და ყველას სათითაოდ მოგვესალმა და თავისი მეგობრები გვიწოდა.

ქეთი მელუამ 6 ალბომიდან, ყველაზე წარმატებული სიმღერები, ბრიტანულ ბენდთან ერთად შეასრულა. “დღესასწაულის” მთავარი სტუმარი გორის ქალთა გუნდი იყო და მათი კომპოზიციებიც მოვისმინეთ.

ასეთი იყო ზაფხულის დღესასწაული შეკვთილში.

ავტორი: ნიკო შარაბიძე


Viewing all articles
Browse latest Browse all 40

Trending Articles