HBO Europe-მა სულ ცოტა ხნის წინ გაასაჯაროვა იმ ფილმების სია, რომელიც შეიძინა და რომლის სატელევიზიო პრემიერაც მათ ეთერში სულ მალე შედგება, მათ შორის არის რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის მიერ თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმი მძევლები.
ფილმი მძევლები 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების მცდელობას ეხება. რეჟისორთან ერთად სცენარზე მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა და როგორც ცნობილია სიუჟეტი 80-იან წლებში მომხდარ მოვლენებს ზედმიწევნით არ მიჰყვება, პირიქით კინოსურათი მოგვცემს საშუალებას ჩავუღრმავდეთ გმირების ფსიქოლოგიასა და გარემოს, რომელშიც მათ უწევდათ ცხოვრება.
ფილმში მთავარ როლებს თინა დალაქიშვილი, ირაკლი კვირიკაძე, გიგა დათიაშვილი, გიორგი გრძელიძე, ბექა ლემონჯავა, გიორგი ტაბიძე, გიორგი ხურცილავა, ვახტანგ ჩაჩანიძე, ეკატერინე კალატოზიშვილი, დარეჯან ხარშილაძე, მერაბ ნინიძე, ავთანდილ მახარაძე და მიშა გომიაშვილი ასრულებენ.